Top.Mail.Ru
ge
ge

პროექტის შესახებ

‘’Calligraphy Towers’’ - ეს არის ელიტარული კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, რომელიც შედგება A, B და G კორპუსებისგან. კომპლექსი მდებარეობს გმირთა ხეივანზე, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად უბანში.
ჩვენი აპარტამენტების საინვესტიციო პოტენციალი და უნიკალური ინფრასტრუქტურა იზიდავს მომხმარებლებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ხელსაყრელი პირობებით შეიძინონ ყოველწლიურად მზარდი და შემოსავლიანი უძრავი ქონება ბათუმში.
‘’Calligraphy Towers’’-ს აპარტამენტები განკუთვნილია როგორც მუდმივი ცხოვრებისთვის, ასევე სეზონული დასვენებისთვის და ინვესტირებისთვის.

კომპლექსის უნიკალური ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • კინოთეატრი Calligraphy Cinema
  • პიანო & ლაუნჯ ბარი ცოცხალი მუსიკით
  • Co-working სივრცე
  • საკონფერენციო დარბაზი
  • 290 მ2 დახურული საცურაო აუზი
  • სპა ცენტრი
  • ფიტნეს დარბაზი
  • რეკრეაციული ზონა
  • დახურული და ღია საპარკინგე ზონები
  • კაზინო
  • რესტორანი
  • ელექტრო მანქანები, რომლებიც მოახდენენ თქვენს ტრანსპორტირებას ზღვის სანაპირომდე.

კომპლექსის A ბლოკის 10 სართულს დაიკავებს საერთაშორისო სასტუმრო ქსელის Hilton worldwide-ის სასტუმრო Hampton by Hilton, რაც ხაზს უსვამს ‘’Calligraphy Towers’’-ის სტაბილურობას და სანდოობას პოტენციურ დამსვენებლებს შორის.
Calligraphy Towers-ის ღირებულებებს წარმოადგენს: მაქსიმალური კონფიდენციალურობა, კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი.
ჩვენს საცხოვრებელ პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპისა და ზომის აპარტამენტები, რომელთა ფართიც მერყეობს 28 მ2 დან 150 მ2-მდე
აპარტამენტების ბარდება როგორც თეთრი კარკასის მდგომარეობით, ასევე რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს, დაგვიტოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია, გამოიყენოთ ჩატი ან ჩამოტვირთოთ პრეზენტაცია

ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია
Calligraphy Towers. Апартаменты в Батуми
Calligraphy Towers. Квартиры в Батуми

დეველოპერი

სამშენებლო კომპანია “გრანდ მაისონი” საქართველოში არსებული მსხვილი საინვესტიციო-სამშენებლო ჰოლდინგის შპს “ბონდის” დაფინანსებით დაარსდა 2020 წელს, რომელიც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი პროექტით გამოჩნდა. “გრანდ მაისონმა” ამავე წელს კომპანია Hilton-თან დადო ხელშეკრულება Hampton by Hilton-ის კომპლექსის განთავსებასთან დაკავშირებით. სწორედ ამავე ბრენდის სახელით ხორციელდება ,,კალიგრაფ თაუერსის” მშენებლობა და სულ მალე მას დასრულებული სახით ვიხილავთ ზღვისპირა ქალაქში.

ჰოლდინგი შპს "ბონდი", არის სამშენებლო და საინვესტიციო კომპანია, რომელიც მოცემულ სექტორში ათ წელზე მეტია სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს:

  • მონაწილეობას იღებს საქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე გვირაბების, ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციაში;
  • დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოება-რეალიზაციით;
  • ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების სამშენებლო სამუშაოებს.
ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია
Calligraphy Towers. Апартаменты в Батуми
Calligraphy Towers. Квартиры в Батуми