Top.Mail.Ru
ge
ge

აპარტამენტი ბათუმში

აპარტამენტი ბათუმში

 

შეიძინე ბინა  ბათუმის თვალისმომჭრელი ხედით - Calligraphy Towers გაძლევთ ხედის უცვლელობის 100%-იან გარანტიას

 

თუ ეძებთ გონივრულ საინვესტიციო ადგილს, სადაც შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოთ, ისე, რომ სტაბილური შემოსავალი მიიღოთ, ამ ინვესტიციის განხორციელებაში Calligraphy Towers დაგეხმარებათ.

 

Calligraphy Towers - თანამედროვე მრავალფუნქციური შენობები განთავსდება ქალაქის ტურისტულ ნაწილში, ზღვისა და მთის განსაცვიფრებელი ხედითა და ყველა იმ უპირატესობებზე მარტივი წვდომით რასაც ბათუმი თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს.

 

Calligraphy Towers-ის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფული დააბანდოთ უმაღლესი კლასის თანამედროვე კომპლექსში, რომელიც სრულად უზრუნველყოფს თქვენს შემოსავალსა და ფინანსურ სტაბილურობას.

 

ბათუმის შუაგულში, შავი ზღვის სანაპიროდან რამდენიმე წუთის გზაზე, რესტორნებითა და კაფეებით გარშემორტყმული Calligraphy Towers იქნება თქვენი ახალი ბიზნესის იდეალური კერა.

 

Calligraphy Towers-ში ბინის შეძენით, თქვენს ფულს დააბანდებთ მუდმივად მზარდ უძრავ ქონებაში, რომელიც ასევე მოგცემთ გარანტირებულ სტაბილურ შემოსავალს.

 

აქ იპოვით ყველაფერს, რაც მშვიდი, ხარისხიანი, ჯასნაღი და სასიამოვნო ცხოვრებისთვის   გჭირდებათ. 

 

იმისათვის, რომ თქვენი დასვენება დაუვიწყარი და მდიდრული გახადოთ, ჩვენი კომპლექსი გთავაზობთ ყველა შესაძლო აქტივობას - მრავალფუნქციური მასაჟიდან და სპა მომსახურებიდან, მაღალი ხარისხის რესტორნებსა და მრავალფერვან გასართობ ცენტრებამდე.

 

გუნდი დამსვენებელს სთავაზობს საცურაო აუზს, რომელიც სასტუმროს სტუმრებსა და ბინების მფლობელებს ყველა სეზონზე მოემსახურება. 

 

ჩვენი კერძო სანაპირო ზონა იდეალური ადგილია ზღვაზე მშვიდი, კომფორტული დასვენებისთვის. ტერიტორიის გარშემო გადაადგილებაში კი -  გოლფის მანქანები მოგემსახურებიან. საერთო ღია სივრციდან იშლება განსაცვიფრებელი ბუნებისა და ბათუმის ახალ სტადიონზე ხედი. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფეხბურთის მატჩებს ან მსოფლიო დონის კონცერტებს Calligraphy Towers-ის აივნებიდან ან ლაუნჯ ბარში  კოქტეილის მირთმევისას.

 

ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ დასასვენებელ, არამედ სამუშაო სივრცეებსაც, რომელიც აღჭურვილია სწრაფი ინტერნეტითა და ყველა საჭირო ინვენტარით. Calligraphy Towers-ის  კლუბის  წევრად ყოფნა თქვენთვის როგორც განმტვირთველი ასევე - პროდუქტიული იქნება!

 

A ბლოკის აპარტამენტები ჩაბარდება დასრულებული რემონტით , ჭკვიანი სახლის ფუნქციით აღჭურვილი. B ბლოკის ბინების ჩაბარება მოხდება სურვილისამებრ, როგორც თეთრი კარკასის მდგომარეობით , ისე -  სრულად კეთილმოწყობილი და ტექნიკით აღჭურვილი.


 

მაგრამ რა არის ბათუმში კაპიტალის დაბანდების ყველაზე საორჭოფო საკითხი? ცხადია - ხედი, რომელიც მასიური მშენებლობების ფონზე   ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. Calligraphy Towers-თან ერთად ეს პრობლემა აღარ იარსებებს, ჩვენ გაძლევთ უცვლელი ხედების 100%-იან გარანტიას, რაც უძრავ ქონებაში ინვესტირების თვალსაზრისით ყველაზე დიდი თავსატეხია. Calligraphy  Towers-თან ერთად, თქვენი ინტერესები და ინვესტიცია ყოველთვის დაცულია.

 

ჩვენ გთავაზობთ უპროცენტო შიდა განვადებას, რომელიც დაგეხმარებათ განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიციები უმტკივნეულოდ, მინიმალური საწყისი კაპიტალის შემთხვევაშიც  კი.

 

გარდა ამისა, ჩვენი პროფესიონალი მენეჯმენტის გუნდი დაგეხმარებათ  უძრავი ქონების გაქირავებით პასიური შემოსავლის გამომუშავებაში! მმართველი კომპანია მიიღებს გენერირებული შემოსავლის 40%-ს, საიდანაც დაიფარება გაქარივაბესთან დაკავშირებული  ყველა არსებული ხარჯი.

 

ის რასაც ეძებდით, ჩვენთანაა! აღარ გადადოთ, აქციეთ თქვენი საინვესტიციო ოცნება რეალობად Calligraphy Towers-თან ერთად.

 

უკან