Top.Mail.Ru
ge
ge

ინფრასტრუქტურის შესახებ

კონცეფციიდან გამომდინარე კალიგრაფი თაუერსი დატვირთულია საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე და გასართობი ფუნქციებით. ყოველივე ეს ქმნის დასვენების, განტვირთვისა თუ სხვადასხვა სამუშაოს  შესრულების შესაძლებლობას.  კომპლექსში არსებული განვითარებული ინფრასტრუქტურითა და მომხმარებლის მოთხოვნილებების მიხედვით შერჩეული ფუნქციების საშუალებით დამსვენებლები იღებენ სრულ მომსახურებას. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს აქვს კომფორტული და სრულფასოვანი გარემო და ყველაფერი ის, რაც სჭირდება.

ღია და დახურული აუზი

ჩვენს დამსვენებლებს ვთავაზობთ კომპლექსში არსებულ საცურაო აუზის მომსახურებას, რომელიც ყველა სეზონზე აკმაყოფილებს მომხმარებლების სურვილებს. სრული იდილიის შესაქმნელად სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ ღია და 298კვ.მ დახურული აუზებით ეზოს და შენობის შიდა ტერიტორიაზე.

სპა ცენტრი

დღეს SPA პროცედურები სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და გვსურს მაქსიმალურად გავანებივროთ ჩვენი სტუმრები აქაური სპეციალისტების მიერ სხეულის სიჯანსაღისთვის შემუშავებული პროცედურებით.

პირველ რიგში თქვენს ყურადღებას მიიპყრობს დიზაინი და ინვენტარი. სპა ცენტრი გამოირჩევა ნათელი ინტერიერით, რომელშიც ერთიანდება იზოლირებული მასაჟისა და გამაჯანსაღებელი სივრცეები რელაქსაციისა და გაახალგაზრდავების პროცედურებისთვის.

ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ მაღალი კლასის დეკორატიულ მასალასა და მინიმალისტურ დიზაინს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის დახვეწილ გარემოს დამსვენებლისათვის. რაც  მთავარია, ჩვენი სპა ცენტრი ორიენტირებული იქნება სასტუმროს კლიენტებსა და აპარტამენტების მფლობელებზე.

ფიტნესი

ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია და გვსურს შევქმნათ ყველანაირი პირობა,რომ სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო გავხადოთ სპორტული აქტივობები.

ფიტნეს ცენტრი აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სპორტული ინვენტარითა და ყველა საჭირო დამხმარე აღჭურვილობით, რომელიც თანაბრად ემსახურება პროფესიონალ სპორტსმენებსა და მოყვარულებს.

რესტორანი, Piano & Lounge Bar

კალიგრაფის სივრცეში შეხვდებით საკვებ და გასართობ დაწესებულებებს. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონი გასტრონომიული ტურიზმით არის ცნობილი, აღსანიშნავია რესტორანი, სადაც 3-ზე მეტი სახეობის სამზარეულოა წარმოდგენილი. ესენია: ტრადიციული ქართული, ევროპული და აზიური. ასევე, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საღამო პიანო ბარში საყვარელ ადამიანებთან ერთად, ცოცხალი მუსიკის თანხლებით,  მრავალფეროვან და დახვეწილ გარემოში გაატაროთ.

კინოთეატრი 

კალიგრაფი თაუერსის კონცეფცია მიზნად ისახავს ოჯახთან ერთად დასვენებას. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ თანამედროვე კინოთეატრით, შესანიშნავი აკუსტიკითა და 3D გრაფიკით.

კერძო სანაპირო

თუ მეცნიერების მიერ ჩტარებულ კვლევებს დავუჯერებთ, დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც ზღვასთან ახლოს ცხოვრობენ, უფრო ბედნიერები არიან. ტალღების ხმა ასტიმულირებს ტვინის უჯრედებს, რაც მათ ეხმარებათ მოდუნებაში. ზღვაზე მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის კალიგრაფს გააჩნია კერძო სანაპირო ხაზი, სადაც განთავსებულია დასაწოლი შეზლონგები. თქვენ ისარგებლებთ სრულიად უსაფრთხო და მყუდრო გარემოთი ზღვის პირას, ხოლო ამავე ტერიტორიაზე გადასაადგილებლად მოგემსახურებათ გოლფის მანქანები.

მწვანე ტერასა

კალიგრაფი თაუერსის ფილოსოფია გარემოსთან ჰარმონიული არსებობაა. გარე ტერიტორიასთან ერთად, ინტერიერიც მოწყობილია მწვანე ინფრასტრუქტურის შესაბამისად. შენობაში არსებული მცენარეებით გაწყობილი საერთო ღია სივრცე გადაჰყურებს როგორც სანაპიროს, ასევე მასთან არსებულ სტადიონს. კომპლექსის დატოვების გარეშე  შეგიძლიათ დატკბეთ საღამოს ბათუმის ხედებით, ფეხბურთის მატჩით ან მსოფლიო დონის კონცერტით. 

ბავშვთა გასართობი სივრცე

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი შვილების მხიარულ განწყობაზე, სწორედ ამიტომ 2-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის კომპლექსში მოწყობილია სივრცე მათი დასვენებისა და გართობისთვის, რაშიც მონაწილეობას იღებენ ანიმატორები.

სამუშაო სივრცე

ჩვენ გთავაზობთ არა მარტო დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, არამედ კომფორტულ გარემოს სამუშაოდ და შეხვედრების დარბაზებს წარმატებული მოლაპარაკებებისთვის,  რომლებიც აღჭურვილია ინტერნეტით და ყველა საჭირო ინვენტარით.
 

საკონფერენციო დარბაზი

წარმატებულ ქალაქებში ხშირად იმართება სხვადასხვა კონფერენციები, მასშტაბური ბიზნეს და საქმიანი შეხვედრები. გვსურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ და ვუმასპინძლოთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს კალიგრაფის 70 პერსონაზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზში.

ავტოსადგომი და ველოსიპედების დეპო

თქვენს კომპლექსში გათვალისწინებულია ველოსიპედების დეპო. ავტომობილის დატოვება მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეეძლებათ კომპლექსის მიწისქვეშა 300- ადგილიან ავტოსადგომზე. 

კაზინო

გართობისა და დროის გატარებისთვის ზრდასრული ასაკის სტუმრებს ვთავაზობთ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ სივრცეს. თაუერსში 21 წელს ზემოთ მყოფ პირებს 24-საათიანი კაზინო ემსახურება.

 

 

უკან