 
                    Hampton by Hilton არის ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროს ქსელი აშშ-ში. მისი სახელის ქვეშ ერთიანდება 2 544 სასტუმრო 30 ქვეყანაში. დღეს Hampton შედის საშუალო მასშტაბის მქონე საცხოვრებელი სეგმენტის კატეგორიაში, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს სხვა შეზღუდული სერვისის მქონე ბრენდებს, როგორებიცაა: Fairfield Inn by Marriott, Holiday Inn Express და Comfort Inn/Comfort Suites. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა საუკეთესო გლობალური ქსელის ტიტულს.
Hampton by Hilton პირველ ნაბიჯებს გასული საუკუნის 80 წლებში დგამს. სასტუმროების ქსელი დაარსდა 1984 წელს და ცნობილი იყო, როგორც Hampton Inn, პირველი შენობა განთავსდა მემფისში, ტენესის შტატში და განკუთვნილი იყო 128 სტუმრისთვის.
სასტუმროების ქსელი იყო პირველი საშუალო ღირებულების მქონე სასტუმროებს შორის, რომელმაც მომხმარებელს ნომერთან ერთად შესთავაზა უფასო კონტინენტური მსუბუქი საუზმე და ასევე, პირველმა წარადგინა „100%-იანი კმაყოფილების გარანტიის“ ხარისხი.
Hampton by Hilton სასტუმროების სექტორში გამოირჩევა მეგობრული და დროის შესაბამისი გამოცდილებით, მისი კომპლექსები მსოფლიოს მასშტაბით განკუთვნილია როგორც ბიზნეს, ასევე დასასვენებელი ტურიზმისთვის. ჯილდოს მფლობელი ბრენდის საკუთრებაში არსებული პროექტები მარტივად ვითარდება და ფუნქციონირებს არსებულ ბაზარზე, რაც განპირობებულია იმით, რომ დღეს მას აქვს სანდო და საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები.
ბრენდი მიჰყვება წარმატების იმ საფუძვლებს, რომელსაც ჯერ კიდევ დაარსების დღიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიაღწია. Hampton by Hilton-ის ხედვა მდგომარეობს შემდეგში: გლობალურად დააკმაყოფილოს სტუმრების მოთხოვნილებები, ამავე დროს, იყოს მოქნილი განვითარებისა და ფუნქციონირების კუთხით.
Hampton by Hilton გთავაზობთ სასტუმროს მართვისა და მუშაობის ისეთ გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია და განსხვავდება მისი კონკურენტებისგან. მოქნილობა არის ის პრინციპი, რომელსაც ერთგულად მიჰყვება, ყოველივე ეს გამოიხატება ინვესტიციების განხორციელებაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ოპერირებს იმის მიხედვით, თუ რა სურს ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს და მის ძირითად მოთხოვნებს უზრუნველყოფს ბრენდის სტანდარტების დაცვით. სასტუმროს გუნდში დანერგილი პრაქტიკული მენეჯმენტი განაპირობებს მაქსიმალურ მოგებას, ხოლო მუდმივად ინარჩუნებს სტუმრების კმაყოფილების ხარისხს. როგორც ზემოთ აღინიშნა, თანმიმდევრული ხარისხი აუცილებელია სტუმრების კმაყოფილების შესანარჩუნებლად, Hampton by Hilton კი ამას მაქსიმალური შედეგით უზრუნველყოფს.
Hampton by Hilton-მა სწრაფად მოიპოვა გლობალური ლიდერის რეპუტაცია სხვადასხვა ტიპის მომსახურების სასტუმროების კატეგორიაში. იგი სტუმრებს ჰპირდება დიდ გამოცდილებას და ღირებულების შესაბამის მომსახურებას. მისი თანმიმდევრული ხარისხი ნიშნავს, რომ სტუმრებს შეუძლიათ დაჯავშნონ ნომრები ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი ისარგებლებენ დიდი გამოცდილების მქონე და უშუალო მომსახურებით. ამ ყოველივემ გააჩინა სანდოობისა და ერთგულების განცდა როგორც საქმიან, ასევე დამსვენებელ ვიზიტორებში. სწორედ, ასე იქცა მომხმარებლებში Hampton by Hilton სასურველ ბრენდად.
ინოვაციური, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეები თემატურად და ყველა მომხმარებლის გემოვნების მიხედვითაა დაყოფილი. სტუმრები ასევე სარგებლობენ სხვა სერვისებით: სამუშაო სივრცეები, აუზი, გასართობი და სარესტორნო მომსახურება, ეს უკანასკნელი მორგებულია რეგიონში არსებულ კულტურაზე და ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრები ფოკუსირდნენ მოგზაურობის მიზნებზე და არა სასტუმროს ხარჯებზე.
 
            Calligraphy Towers Batumi-ის A ბლოკში თებერვლიდან ფასების ზრდა იგეგმება. არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე საუკეთესო საინვესტიციო აპარტამენტის მფლობელი 2022 წლის ფასად
გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა და ჩვენი მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ.
თქვენი მოთხოვნა გაგზავნილია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
თქვენი განაცხადი არ არის გაგზავნილი, გთხოვთ, სცადოთ ხელახლა ან გაგზავნოთ თქვენი განაცხადი მოგვიანებით.