Top.Mail.Ru
ge
ge

ინვესტიცია ბათუმში

ინვესტიცია ბათუმში - ქალაქში, რომელიც ფორბსმა ევროპაში საუკეთესო საინვესტიციო ადგილად აღიარა.

 

ბათუმი უძველესი ისტორიის მქონე ქალაქია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. Მას შემდეგ, რაც ბათუმი საერთაშორისო ტურისტული ადგილი და ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა კავკასიის რეგიონში, მისი განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველწლიურად ახალ-ახალ ნიშნულებს იპყრობს. 

ულამაზესი ზღვის ხედების, ევროპული სტილის არქიტექტურისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური კომბინაციის წყალობით, ბათუმი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი საქართველოში.

ბათუმის ლამაზი სანაპირო ზოლის, ოქროსფერი დღის შუქისა და სასიამოვნო კლიმატის გამო, ქალაქი ყოველ ზაფხულს ტურისტებით ივსება. ქალაქის მდიდარი და ანტიკური ისტორია იზიდავს უამრავ ისტორიკოსსა თუ მკვლევარს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. 

Ბოლო წლების განმავლობაში, Ბათუმი ძალიან საინტერესო გახდა ადამიანებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში საკუთარი კაპიტალის დაბანდება სურთ. Ბათუმი ნამდვილად არაჩვეულებრივი ადგილია თქვენი პორტფოლიოს გამრავალფეროვნებისთვისა და თქვენი ინვესტიციებიდან სტაბილური შემოსავლის მისაღებად!

ქალაქის ზრდას მხარი დაუჭირა როგორც ადგილობრივმა, ისე - უცხოური კომპანიების მრავალრიცხოვანმა ინვესტიციებმა.

Როგორ ქალაქში, ისე - ქვეყანაში, ბიზნესისთვის ხელსაყრელი და სტაბილური გარემოა შექმნილი. საქართველოს კანონმდებლობა გარანტიას აძლევს როგორც საქართველოს, ისე - სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები ძალიან მკაცრად იქნება დაცული შესაბამისი ორგანოების მიერ.


 

თუ თქვენ ეძებთ ქალაქს, რომელიც მომგებიანი, პერსპექტიული და თანამედროვე იქნება, ბევრი აღარ ეძებოთ, ბათუმი მშვენიერი პასუხია!

ევროპასა და აზიას შორის მოქცეული ბათუმი ადვილად მისადგომია როგორც ზღვით, ისე - ხმელეთითა და ჰაერით. თურქეთთან საზღვარი კი ქალაქს უწყვეტ წვდომას ანიჭებს საერთაშორისო სავაჭრო შესაძლებლობებზე და ზრდის ეკონომიკურ დოვლათს. Საზღვაო, სახმელეთო  და საგზაო ტრანსპორტირების დაუბრკოლებელი საშუალება რეგიონს საშუალებას აძლებს უწყვეტად იყოს ჩართული საერთაშორისო ტრანზაქციებში. 

გარდა ამისა, აქ ქონებაში ინვესტირებას ისეთი სარგებელიც მოაქვს, როგორიცაა დაბალი ფასები უძრავ ქონებაზე და გაქირავების პერსპექტივა - ახლად აშენებული უძრავი ქონების ღირებულება ზღვის ხედით კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 400 დოლარია. ეს არის ყველაზე დაბალი ფასი ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით.

ლოიალური ქონების გადასახადი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტიციის პერსპექტივებს, - ბათუმში ქონების გადასახადი არ დაგეკისრებათ; გარდა ამისა, ბათუმში ქონების დარეგისტრირება იმდენად მარტივია, რომ ამას მხოლოდ თქვენი რამდენიმე წუთი დასჭირდება!

ასევე, არ დაგავიწყდეთ, ბათუმში ქონების ფლობა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ბინადრობის ნებართვა და უპრობლემოდ, ლეგალურად მართოთ თქვენი ქონება.

თუ თქვენ ეძებთ ადგილს, სადაც თქვენი ფინანსები უსაფრთხოდ, სტაბილურად და მომგებიანად იქნება დაბანდებული, ბათუმის განხილვა ნამდვილად ღირს!

 

უკან