 
                    კალიგრაფი თაუერსი პრემიუმ კლასის მრავალსართულიანი მშენებარე კომპლექსია. შენობა დაყოფილია სამ ბლოკად და თითოეულში განთავსებულია საცხოვრებელი აპარტამენტები, საოფისე და გასართობი სივრცეები.
კალიგრაფი თაუერსი, რომელიც Hampton by Hilton-ის უფლებით შენდება, სულ მალე მას დასრულებული სახით ვიხილავთ ბათუმში, ჟიული შარტავას ქუჩაზე, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. მისი ხედები გადაჰყურებს ზღვის სანაპიროს, მოცეკვავე შადრევნებს და საფეხბურთო სტადიონს.
მრავალფუნქციური კომპლექსი 35-დან 45 სართულამდე სამი ბლოკისა და მათი დამაკავშირებელი სამსართულიანი პლატფორმისგან შემდგარი ნაგებობაა. მშენებარე კომპლექსი არის თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი დიზაინის ნათელი მაგალითი.
სამშენებლო სამუშაოები
რაც შეეხება პირველად ტექნიკურ სამუშაოებსა და მათ ხარისხს, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციის სიმყარეს უზრუნველყოფს რკინა-ბეტონის მონოლითური კარკასი და საძირკვლის ხიმინჯოვანი წყობა, ზედ არსებული მონოლითური საძირკვლის ფილით, რომლის მდგრადობაც დაანგარიშებულია 8-ბალიან სეისმურობაზე, ასევე, გარე ფასადის კედლები იფუთება მრავალწლიანი თბოიზოლაციით. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია “გრანდ მაისონი”.
შიდა ინფრასტრუქტურა
ვინაიდან, ჩვენი სტუმრებისათვის მათი უსაფრთხოება და მშვიდი დასვენება უპირველესია და გვსურს, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა სრულად დაცულად და უზრუნველყოფილად იგრძნონ თავი, ამიტომ ცათამბჯენი იქნება ტექნიკურად სრულად გამართული და ყოველგვარი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნაში, მონტაჟდება უხმო ჩქაროსნული სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია, მონოფონი, თანამედროვე საინჟინრო სისტემები და ტექნოლოგიური დანადგარები.
კალიგრაფი თაუერსი გამორჩეული იქნება თავისი დახვეწილი, კომფორტული შიდა და გარე ინფრასტრუქტურით სამსართულიან პლატფორმაზე, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი სივრცეა მთლიანი შენობისთვის. კონცეფციიდან გამომდინარე აქ მოეწყობა დასასვენებელი, გასართობი და სამუშაო ზონა: სპა, ფიტნესი, Piano & Lounge Bar ცოცხალი მუსიკით, კინოთეატრი Calligraphy Cinema, საკონფერენციო დარბაზი, საქმიანი შეხვედრებისა და სამუშაო ოთახები, რესტორნები ადგილობრივი, აზიური და ევროპული სამზარეულოთი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კაზინო.
ვინაიდან, ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს მომავალი თაობებზე ზრუნვა წარმოადგენს, კომპლექსის სასტუმროს სრული მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ არა მხოლოდ ზრდასრული ასაკის ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც, რომელთა გართობაზეც იზრუნებენ ანომატორები შესაბამის საბავშვო სივრცეებში.
სრული იდილიის შესაქმნელად სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ ღია და 298 კვ.მ დახურული აუზებით ეზოს და შენობის შიდა ტერიტორიაზე.
გარე ინფრასტრუქტურა
გვსურს კალიგრაფი თაუერსმა სრულფასოვანი ადგილი დაიკავოს ქალაქის ურბანულ სივრცეში და გახდეს თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ უნდა იზრუნოს დეველოპერმა ადამიანების კეთილდღეობასა და დასვენებაზე, ასევე წვლილი შეიტანოს ქალაქის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ცათამბჯენების გარშემო ტერიტორიაზე მოეწყობა ფართო საფეხმავლო ბილიკები და გასასვლელები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მიმდებარე ტერიტორია იქნება გამწვანებული და გაფორმდება ისეთი დიზაინის ელემენტებით, რომლებიც შექმნის ლანდშაფტურ-რეკრეაციულ სივრცეს. უსაფრთხოების კუთხით მთელ კომპლექსში და მის ტერიტორიაზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს დაცვის სამსახური. ავტომობილის დატოვება მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეეძლებათ კომპლექსის მიწისქვეშა პარკინგზე.
მიმდებარედ არსებული სხვადასხვა ტიპის ობიექტები
კომპლექსის სიახლოვეს განთავსებულია აუცილებელი ინფრასტრუქტურული ობიექტი - საბანკო განყოფილებები, მაღაზიები, 24-საათიანი სუპერმარკეტები, სასურსათო ჰიპერმარკეტი Carrefour, ბიზნეს ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტები, კაფე, რესტორნები, პურ-ფუნთუშეულის საცხობები და აფთიაქები. 15-20 წუთის ფეხით სავალზეა 6 მაისის პარკი, ბათუმის აკვარიუმი, დელფინარიუმი, ზაფხულის კინოთეატრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია.
 
            Calligraphy Towers Batumi-ის A ბლოკში თებერვლიდან ფასების ზრდა იგეგმება. არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე საუკეთესო საინვესტიციო აპარტამენტის მფლობელი 2022 წლის ფასად
გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა და ჩვენი მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ.
თქვენი მოთხოვნა გაგზავნილია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
თქვენი განაცხადი არ არის გაგზავნილი, გთხოვთ, სცადოთ ხელახლა ან გაგზავნოთ თქვენი განაცხადი მოგვიანებით.