Top.Mail.Ru
ge
ge

უძრავი ქონება ბათუმში

უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - საგანძური, რომელსაც მალე აღმოაჩენენ!

 

ბათუმი, შავი ზღვის მარგალიტი, უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია საქართველოში.

 

უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი მოთხოვნისა და მიწოდების ექსპონენციალურ ზრდას განიცდის და ეკონომიკური მაჩვენებელი ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. უძრავი ქონების ფასები ბათუმში საგრძნობლად გაიზარდა.

 

სიმართლე რომ ითქვას, ბათუმი ყოველთვის იპყრობდა ინვესტორთა გულებს. უძრავი ქონების ბაზარი ქალაქში სტაბილურად იზრდებოდა წლების განმავლობაში და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს უახლოეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ბოლოს და ბოლოს, ბათუმი ხომ მსოფლიოში ულამაზეს ქალაქთაგან ერთ-ერთია, მხიარული ღამის ცხოვრებით, საოცარი პლაჟებით, გარშემორტყმული მთებითა და უამრავი უნიკალური კულტურული გამოცდილებით.

 

ყოველწლიურად  აქ საცხოვრებლად უამრავი ადამიანი გადმოდის, ამიტომაცაა, რომ  ცოცხალი ქალაქი საცხოვრებელზე მოთხოვნის ასეთ ზრდას განიცდის!

 

ხალხი ბათუმში მთელი მსოფლიოდან იყრის თავს. ქალაქის მოსახლეობა სტაბილურად იზრდება, რადგან სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინა აქ ცხოვრებისა და მუშაობის უპირატესობები.

 

საცხოვრებლებზე მზარდი მოთხოვნის გამო, გასაკვირი არ არის, რომ ბათუმში უძრავი ქონების ბუმია! თუ თქვენ აპირებთ სახლის ყიდვას ბათუმში, ახლა შესანიშნავი დროა ამის გასაკეთებლად.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქონების გადასახადები ძალიან ლოიალური და ინვესტორის ინტერესებზე მორგებულია, რაც მათ უადვილებთ უძრავი ქონების შეძენას, დამატებითი ხარჯების გარეშე.

 

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საქართველოს ნებისმიერ სხვა დიდი ქალაქის, რასაც არც ქონებაზე მოთხოვნაც ჩამორჩება. 

 

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად იზრდება 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. ამ პერიოდში ბაზარი 259%-ით გაიზარდა და და ჯერ კიდევ არ მიუღწევია უმაღლესი ნიშნულისთვის.

 

2021 წლის მეორე კვარტალში ბათუმის საცხოვრებელი ფართების SPI გაიზარდა 1.4%-ით (წელიწადში).

 

ქვეყნის ეკონომიკური კლიმატიც ხელსაყრელია ინვესტორებისთვის: საქართველოს ეკონომიკა ამ პერიოდში საშუალოდ 6%-ით იზრდება წელიწადში, რამაც ხელი შეუწყო ბათუმსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ძვირადღირებულ სახლებზე მოთხოვნის გაზრდას.

 

შედეგად, უფრო მეტი ინვესტორი გამოთვქამს ბათუმში უძრავ ქონებაში საკუთარი კაპიტალის ინვესტიციის სურვილს. ეს პერიოდი ნამდვილი შანსია მათთვის, ვინც ეძებს ფულის დაბანდების მომგებიან გზას უძრავ ქონებაში ან მათთვის, ვისაც სურს საცხოვრებლად გადავიდეს განვითარებად, აქტიურ, ლამაზ, მხიარულ და სიცოცხლით სავსე ქალაქში.

 

ასე რომ, თუ თქვენ ეძებთ ადგილს უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტიციის განსახორციელებლად და სტაბილური შემოსავლის მისაღებად, გახსოვდეთ, რომ ბათუმი თქვენი საუკეთესო ფსონია!

 

უკან