 
                    სამშენებლო კომპანია “გრანდ მაისონი” დაარსდა 2020 წელს საქართველოში არსებული მსხვილი საინვესტიციო-სამშენებლო ჰოლდინგის, შპს “ბონდის” დაფინანსებით, რომელიც ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი პროექტით გამოჩნდა. “გრანდ მაისონმა” ამავე წელს კომპანია Hilton-თან დადო ხელშეკრულება Hampton by Hilton-ის კომპლექსის განთავსებასთან დაკავშირებით. სწორედ, ამავე ბრენდის სახელით ხორციელდება ,,კალიგრაფ თაუერსის” მშენებლობა და სულ მალე მას დასრულებული სახით ვიხილავთ ზღვისპირა ქალაქში.
ჰოლდინგი შპს "ბონდი" არის სამშენებლო და საინვესტიციო კომპანია, რომელიც მოცემულ სექტორში ათ წელზე მეტია სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მრავალი საქალაქო, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტების მშენებლობაში; მონაწილეობას იღებს საქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში; ასევე, გვირაბების, ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციაში; ასევე, დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოება-რეალიზაციით და ახორციელებს საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსების სამშენებლო სამუშაოებს.
კომპანია “გრანდ მაისონი” ახორციელებს მხოლოდ პრემიუმ კლასის პროექტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი არის ექსკლუზიური დეველოპერი ბათუმის ტერიტორიაზე “კალიგრაფი თაუერსის” მშენებლობაში და თანამშრომლობს ისეთი გლობალური სასტუმროს ბრენდებთან, როგორებიცაა: Hilton, Best Western, Calligraphy Hotel.
ჩვენი, როგორც სამშენებლო ჰოლდინგის მისია არის შევქმნათ ინოვაციური, მაღალი ხარისხის, კომფორტული და ესთეტიკური სივრცე ადამიანების ცხოვრებისა და მუშაობისთვის. ამასთანავე, იდეა, რომელიც გვაერთიანებს და არის საქმიანობის საწყისი წერტილი, ეს გახლავთ ყველა იმ ქალაქის უნიკალური არქიტექტურული იერსახის შენარჩუნება და ამ ლანდშაფტის განვითარება, სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვგეგმავთ ჩვენი და მომდევნო თაობების მომავალს. ჩვენ ვქმნით ძლიერ, პროფესიონალურ, საინვესტიციო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ადგენს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, არ ღალატობს საკუთარ პრინციპებს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა იცხოვრონ კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში. ღრმად გვწამს, რომ “გრანდ მაისონი” ეს არის კომპანია, რომელითაც იამაყებენ მომავალი თაობები. ჩვენი საქმიანობა ემყარება ურთიერთპატივისცემას, ნდობას და პროფესიონალიზმს, რაც ვლინდება თითოეულ გადადგმულ ნაბიჯში, პრინციპულ მიდგომას საქმის მიმართ და ყველა განხორციელებულ პროექტებში.
“გრანდ მაისონის” გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან. ჩვენი საქმიანობის დაწყების დღიდან ვმოქმედებთ ოთხი კომპონენტისგან შემდგარი კრედოს მიხედვით: პროფესიონალიზმი, ხარისხი, მომსახურება და ინოვაცია, რის საშუალებითაც დასახულ მიზანს სრული სიზუსტით ვაღწევთ და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ყოველივე შედეგებში აისახება. ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლების უსაფრთხო, საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტის შექმნა. გუნდი კი მუდმივად მუშაობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, გადახდის კომფორტული პირობების შექმნაზე, რომელიც შეესაბამება მომხმარებელთა მოთხოვნებს. ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ კომპანიის იმიჯს, როგორც საიმედო და სტაბილურ პარტნიორს განვითარების ინდუსტრიაში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2020 წლის ზაფხულში გაფორმდა ხელშეკრულება ჩვენსა და Hampton by Hilton-ს შორის “კალიგრაფ თაუერსის” პროექტისთვის. გლობალური სასტუმროების ქსელის არჩევანი განაპირობა ჩვენი დასავლური ტიპის მართვის სისტემამ და ფართო თანამედროვე ინფრასტრუქტურის ქონამ. ინვესტორები თანამშრომლობენ ჩვენთან, რადგან ვაკმაყოფილებთ ძირითად საინვესტიციო მოთხოვნებს:
ადგილმდებარეობა;
სანდოობა და გამოცდილება;
განვითარების მაღალი ხარისხი;
მმართველი გუნდი.
 
            Calligraphy Towers Batumi-ის A ბლოკში თებერვლიდან ფასების ზრდა იგეგმება. არ გამოტოვო შესაძლებლობა გახდე საუკეთესო საინვესტიციო აპარტამენტის მფლობელი 2022 წლის ფასად
გთხოვთ შეავსოთ საკონტაქტო ფორმა და ჩვენი მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ.
თქვენი მოთხოვნა გაგზავნილია, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
თქვენი განაცხადი არ არის გაგზავნილი, გთხოვთ, სცადოთ ხელახლა ან გაგზავნოთ თქვენი განაცხადი მოგვიანებით.